Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

Grouped Photo 2

ძვირფასო კოლეგებო და სტუმრებო!

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მისიაა უზრუნველყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარების, მეცნიერების, დარგის პროფესიონალების შეხვედრა და ხელი შეუწყოს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მათი კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების პროცესს. კონფერენცია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ახალი იდეები და გამოცდილება, დაამყარონ საქმიანი ან სამეცნიერო სახის კავშირები და იპოვონ პარტნიორები მომავალი თანამშრომლობისათვის. ასევე, კონფერენციის მიზანია წაახალისოს და უზრუნველყოს ახალგაზრდა მკვლევარების მიერ მათი კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, ხელი შეუწყოს უკვე ცნობილ მეცნიერებთან და სხვა ახალგაზრდა მკვლევარებთან კონტაქტების დამყარებას. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალური ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული. მოხსენებები და პრეზენტაციები წარმოდგენილ იქნება სექციების პარალელურ სხდომებზე. კონფერენციაზე შესაძლებელია როგორც პრეზენტაციის წარმოდგენა, ასევე დაუსწრებლად მონაწილეობის მიღებაც.

სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება ყოველკვარტალურ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“ - DOI: https://doi.org/10.36073/1512-0538, http:scholar.bpengi.com

https://www.bpengi.com/

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მეცნიერებს, მკვლევარებს, მასწავლებლებს, ახალგაზრდა მკვლევარებს და სხვა პროფესიონალებს, ასევე, დოქტორანტებს და მაგისტრებს.საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობს იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის სამეცნიერო და სოციალური პროგრამა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღოს ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოცდილება.

სიამოვნებით გელით ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

 

პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს  თავმჯდომარე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

ქონების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასებისა და პროფესიონალ შემფასებელთა მომზადების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი დირექტორი