კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:
1. ეკონომიკური თეორიის აქტუალური საკითხები
2. თანამედროვე გლობალური გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში
3. უძრავი ქონების ბაზრის განვითარების და მისი შეფასების აქტუალური პრობლემები
4. ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები (სოფლის
მეურნეობა, ტურიზმი, მშენებლობა, ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო
გეოლოგია, დიზაინი, მედიცინა და სხვ.)
5. ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ფილოსოფიური,
სოციალურ- ფსიქოლოგიური ასპექტები
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში
„ბიზნეს-ინჟინერინგი“
DOI: https://doi.org/10.36073/1512-0538, http:scholar.bpengi.com
https://www.bpengi.com/
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
მოხსენების გაგზავნის ბოლო ვადა - 23 სექტემბერი
კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადა - 1 ოქტომბერი
საბანკო რეკვიზიტები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისათვის მონაწილეებს
გაეგზავნებათ სარედაქციო კოლეგიის მიერ სტატიის განხილვის შემდეგ
ერთი მოხსენების ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 2
მოხსენებები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: iec@gtu.ge
რეგისტრაციისა და კონფერენციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს:
www.iec.gtu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური - 100 ლარი (დღგ-ს გარეშე)
სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის: სტატიის რეცენზირება, ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“
გამოქვეყნება, კონფერენციის პროგრამა, სერტიფიკატი, ბეიჯი, ქოფი-ბრეიქი
მსურველთათვის ბანკეტის ღირებულება - 60 ლარი